Personal information

Terms and conditions

Travel Agency “Vanilla Sky Georgia, Ltd” offers individuals ticket purchase service online, via the agency website. Payments are accepted with Visa & Master Card ONLY.

The flights are operated by airline company AK-AIR GEORGIA from Tbilisi International Airport to Batumi International Airport and from Natakhtari Airport to Ambrolauri and Mestia Airports.

Flight operations to Mestia and Ambrolauri are being conducted according to the visual flight rules and completely depend on weather conditions at the point of destination. Online tickets are returnable not later than 72 hours prior to the departure time stated on the ticket only. Amount will be refunded to the same card account that was used for the ticket purchase within 30 days from the cancellation date.

Travel date change and passenger name change are not permitted. When purchasing ticket online, the passenger is responsible for submitting correct passenger information in required fields.

In case of flight cancellation (due to weather conditions or airline cancellation) the paid ticket amount will be fully refunded to the passenger, to the same card account that was used for the ticket purchase within 30 days from the cancellation date. The refund of the amount is responsibility of the bank.

Online ticket purchase includes additional bank transaction fee of 3.5% surcharge from the total ticket price, payable by the customer. The 3.5% surcharge is nonrefundable in case of any cancellation.

Passenger seats are not assigned to infants and they travel on the lap of an accompanying adult passenger.

Passenger transportation to/from Tbilisi and Kutaisi International Airports is not provided. Passengers taking flight from/to Natakhtari Airport are offered airport transfers. Departure point is First Republic Square (corner of Kiacheli Str. & First Republic Square, OPPOSITE SIDE OF THE BICYCLE MONUMENT). Shuttle bus departs 45 minutes prior to the registration time indicated in the ticket.

All passengers (including infants and children) are required to present a valid ID or passport at check-in. Passengers who fail to present valid document will not be allowed to travel.

The baggage allowance per passenger, including hand luggage should not exceed 15 kg in total.

Purchased ticket with relevant information will be sent to the e-mail address submitted by the passenger. Transaction is not successful unless the passenger receives tickets via provided e-mail.


ტურისტული კომპანია შპს ”ვანილა სქაი ჯორჯია” ფიზიკურ პირებს სთავაზობს ონლაინ რეჟიმში ავიაბილეთების შეძენის სერვისს ადგილობრივ რეგულარულავიარეისებზე. გადახდა შესაძლებელია მხოლოდ Visa და MasterCard პლასტიკური ბარათებით.

ფრენებს ასრულებს ავიაკომპანია შპს “აკ-ეარ ჯორჯია” თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით, ნატახტრის აეროპორტიდან მესტიის და ამბროლაურის მიმართულებით.

მესტიის და ამბროლაურის მიმართულებით ფრენები სრულდება ვიზუალური ფრენის წესებით და დამოკიდებულია ფაქტობრივ ამინდზე.

ონლაინ მეთოდით შეძენილი ბილეთის გაუქმება მხოლოდ დაიშვება ფრენამდე სულ მცირე 72 საათით ადრე გაკეთებული განაცხადის საფუძველზე. ბილეთების საფასურის დაბრუნება ხდება იმავე პლასტიკური ბარათის ანგარიშზე, რომლითაც იქნა შეძენილი ბილეთი 30 დღის ვადაში.

შეძენილ ბილეთში ფრენის თარიღის ან/და მგზავრის სახელის შეცვლა არ არის ნებადართული. ონლაინ მეთოდით ავიაბილეთის შეძენისას მყიდველს ეკისრება პასუხისმგებლობა ყველა სავალდებულო ველის სწორად შევსებაზე.

გაუქმებული ავიარეისის შემთხვევაში (გამოწვეული მეტეოროლოგიური პირობებით და/ან ავიაკომპანიის მიზეზით) ონლაინ შეძენილი ბილეთების საფასურის დაბრუნება ხდება იმავე პლასტიკური ბარათის ანგარიშზე, რომლითაც იქნა შეძენილი ბილეთი, რეისის გაუქმებიდან 30 დღის ვადაში. თანხის დაბრუნებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ბანკს. ავიაბილეთების ონლაინ შეძენის სერვისი ფასიანია და მოიცავს ბილეთის საფასურის 3,5 %-ს. აღნიშნული თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.

ჩვილები (3 წლამდე ბავშვები) მგზავრობენ სავარძლის/ადგილის გარეშე, თანმხლები სრულწლოვანის კალთაში.

ავიაკომპანია არ უზრუნველყოფს თბილისის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან/ში გამფრენი/ჩამომფრენი მგზავრების ავტოტრანსპორტით მომსახურებას.

ავიაკომპანია უზრუნველყოფს ნატახტრის აეროპრტიდან/ში გამფრენ/ჩამომფრენ მგზავრთა ტრანსპორტირებას პირველილ რესპუბლიკის მოედნიდან (ლ. ქიაჩელის ქუჩის და პირველი რესპუბლიკის მოედნის კუთხე, ველოსიპედის მონუმენტის მოპირდაპირე მხარეს) ნატახტარის აეროპორტში და უკან.

ტრანსპორტი თბილისიდან გადის უშუალო რეისზე რეგისტრაციის დაწყებამდე 45 წუთით ადრე.

ორსული მგზავრები ვალდებულნი არიან რეისზე რეგისტრაციისას თან იქონიონ ექიმის წერილობითი ნებართვა თვითმფრინავით მგზავრობაზე. რეისზე რეგისტრაციისას ყველა მგზავრი ვალდებულია თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში მგზავრი რეისიზე არ დაიშვება.

თითოეულ მგზავრზე დაშვებული ბარგის წონა, ხელბარგის ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს 15 კგ-ს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ტრანზაქცია წარმატებულად არ დასრულდა თუ თქვენ არ მიიღეთ ბილეთები ელ. ფოსტით იმ მისამართზე, რომელიც მიუთითეთ შესაბამის გრაფაში.