შიდა რეგულარული ფრენები განახლდა

ოთხთვიანი პაუზის შემდეგ საქართველოში შიდა ფრენები განახლდა. დღეიდან რეგულარული რეისები ნატახტარიდან მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების, ხოლო თბილისიდან ბათუმის აეროპორტის მიმართულებით სრულდება.ამაწლის 24 ივლისს, დილის 9:00 საათზე შესრულდა ნატახტარი-მესტია-ნატახტარის მიმართულებით პირველი ფრენა. ჯამურად, ივლისში 24-დან 31 ივლისამდე პერიოდში მესტია-ნატახტარის მიმართულებაზე 6 რეისი, თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე 5 რეისი, ხოლო ამბროლაური-ნატახტარის მიმართულებაზე 3 რეისი შესრულდება.
დეტალური ინფორმაციისთვის, ფრენების განრიგებთან დაკავშირებით  გთხოვთ მიყვეთ შემდეგ ბმულს: ფრენების გრაფიკი


 

For more information contact us:
+995 599 45 25 25
info@vanillasky.ge