ავიაკომპანია Service Air-ს და ტურისტული კომპანია Vanilla Sky-ს ორგანიზებით 2017 წლის 24 ივნისს ნატახტარის აერდრომის ტერიტორიაზე გაიმართა ავიაშოუ. ავიაშოუს პროგამა სპეციალურად იქნა შემუშავებული Baltic Bees -ის მიერ (ბალტიისპირელი ფუტკრები- 6 პროფესიონალი ფრინავით დაკომპლექტებული ჯგუფი) ავიაშოუს პროგრამაში წარმოდგენილი იყო რეაქტიული და სპორტული თვითმფრინავებით დადგმული საჰაერო-სანახაობრივი მანევრები და ფიგურული ფრენები, პარაშუტით ხტომები, პარაპლანით ფრენები და სხვადასხვა საფრენი აპარატებით შესრულებული აკრობატული მანევრები.
ავიაშოუს მიზანი იყო საფუძველი ჩაყროდა ავიაფესტივალს “Fly-Fest-Georgia” -ს საქრთველოში. მსგავსი ფესტივალები ყოველწლიურად იმართება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და ტურისტული ბიზნესის განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია.
“Fly-Fest-Georgia “ -ს მიზანი იყო სამოყვარულო და სპორტული ავიაციის პოპულარიზაცია საქართველოში.