TERMS & CONDITIONS

ტურისტული კომპანია შპს ვანილა სქაი ჯორჯია ფიზიკურ პირებს სთავაზობს ონლაინ რეჟიმში ავიაბილეთების შეძენის სერვისს ადგილობრივ რეგულარულ ავიარეისებზე. გადახდა შესაძლებელია მხოლოდ Visa და MasterCard პლასტიკური ბარათებით.

ფრენებს ასრულებს ავიაკომპანია შპს აკ-ეარ ჯორჯია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით, ნატახტრის აეროპორტიდან მესტიის და ამბროლაურის მიმართულებით.

მესტიის და ამბროლაურის მიმართულებით ფრენები სრულდება ვიზუალური ფრენის წესებით და დამოკიდებულია ფაქტობრივ ამინდზე.

ონლაინ მეთოდით შეძენილი ბილეთის გაუქმება მხოლოდ დაიშვება ფრენამდე სულ მცირე 72 საათით ადრე გაკეთებული განაცხადის საფუძველზე. ბილეთების საფასურის დაბრუნება ხდება იმავე პლასტიკური ბარათის ანგარიშზე, რომლითაც იქნა შეძენილი ბილეთი 30 დღის ვადაში.

შეძენილ ბილეთში ფრენის თარიღის ან/და მგზავრის სახელის შეცვლა არ არის ნებადართული. ონლაინ მეთოდით ავიაბილეთის შეძენისას მყიდველს ეკისრება პასუხისმგებლობა ყველა სავალდებულო ველის სწორად შევსებაზე.

გაუქმებული ავიარეისის შემთხვევაში (გამოწვეული მეტეოროლოგიური პირობებით და/ან ავიაკომპანიის მიზეზით) ონლაინ შეძენილი ბილეთების საფასურის დაბრუნება ხდება იმავე პლასტიკური ბარათის ანგარიშზე, რომლითაც იქნა შეძენილი ბილეთი, რეისის გაუქმებიდან 30 დღის ვადაში. თანხის დაბრუნებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ბანკს. ავიაბილეთების ონლაინ შეძენის სერვისი ფასიანია და მოიცავს ბილეთის საფასურის 3,5 %-. აღნიშნული თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.

ჩვილები (3 წლამდე ბავშვები) მგზავრობენ სავარძლის/ადგილის გარეშე, თანმხლები სრულწლოვანის კალთაში.

ავიაკომპანია არ უზრუნველყოფს თბილისის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან/ში გამფრენი/ჩამომფრენი მგზავრების ავტოტრანსპორტით მომსახურებას.

ავიაკომპანია უზრუნველყოფს ნატახტრის აეროპრტიდან/ში გამფრენ/ჩამომფრენ მგზავრთა ტრანსპორტირებას ვარდების მოედნიდან (. ქიაჩელის ქუჩის და ვარდების მოედნის კუთხე, ველოსიპედის მონუმენტის პირდაპირ) ნატახტარის აეროპორტში და უკან.

ტრანსპორტი თბილისიდან გადის ფრენამდე 2 საათით ადრე. 

ორსული მგზავრები ვალდებულნი არიან რეისზე რეგისტრაციისას თან იქონიონ ექიმის წერილობითი ნებართვა თვითმფრინავით მგზავრობაზე. რეისზე რეგისტრაციისას ყველა მგზავრი ვალდებულია თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში მგზავრი რეისიზე არ დაიშვება.

თითოეულ მგზავრზე დაშვებული ბარგის წონა, მათ შორის ხელბარგი, არ უნდა აღემატებოდეს 15 კგ-. ერთი ონლაინ ტრანზაქციით დაშვებულია არაუმეტეს 4 (ოთხი) ავიაბილეთის შეძენა. მგზავრი შეძენილ ბილეთზე ინფორმაციას იღებს მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

მეტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
+995 599 65 90 99
Info@vanilla-sky.ge