Memorial Hans Gutmann Rally 2016

ჰანს გუთმანის სახელობის ავიარალი 2016   საქართველოში საერთაშორისო ტურისტული კომანია Vanilla Sky-სა  და Service Air -ის ორგანიზებით მოეწყო.  9 აგვისტოს  ევროპის 8 ქვეყნიდან   30 მფრინავი  8  საკუთარი თვითფრინავით ნატახტრის აეროდრომზე დაეშვა.

ჰანს გუთმანის სახელობის ავიარალი ყოველწლიურად იმართება ცნობილი ავსტრიელი მფრინავ-ინსტრუქტორისა და ავიარალისტის ხსოვნის საპატივცემულოდ, რომელიც 2011 წელს ტრაგიკულად დაიღუპა. რაალი 2016  ამირან მანჯავიძის,  ნატახარის აეროდრომის მეპატრონის, პილოტის  და მისი  ლუქსემბურგელი და რუსი პილოტი  მეგობრების ჟან ბირგენის -რაალის პრეზიდენტის,  პეტერ სოდერმანისა - რაალის გენერალური მდივნის და არტიომ კირილოვისა  მიშა კორნევის -რაალის პროექტის მენეჯერისა და ორგანიზატორების ერთობლივი ძალისხევით მოეწყო.  პროფესიონალი და მოყვარული პილოტები ოჯახებთან ერთად ნატახტარის აეროდრომზე დაეშვნენ და  სპეცუალურად მომზადებული 5-დღიანი ტურისტული პროგრამით  თბილისს,ყაზბეგს, მესტიასა და კახეთს ეწვევიან.

ავიარალს მხარდაჭერა გამოუცხადა: ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინსტრაციამ, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო და საქართვეელოს ნავიგაციის დეპარტამენტმა.

სტუმრებს მიესალმნენ:   დავით ბაქრაძე, ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი, გიორგი ჩოგოვაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინსტრაციის  ხელმძღვანელი,  გურამ ჯალაღონია, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი