AVIA RALLY 2014: ისრაელი-საქართველო

2014  წელს( 6.07-15.07), მოყვარული პილოტები იზრაელიდან,  საკუთარი თვითმფრინავებით   საქართველოში  ჩამოფრინდნენ  და დაეშვნენ ნატახტრის აეროდრომზე. რალი „ისრაელი - საქართველო“, საქართველოს ტერიტორიაზე დაიგეგმა    ტურისტულმა კომპანანია Vanilla Sky”-ს და ავიაკომპანია “Service Air”-ს მიერ, ებრაელ კოლეგებთან შეთანხმებით. მათი ორგანიზებით  სტუმრბს საშუალება მიეცათ მოენახულებიათ საქართველოს სხვადასხვა კუთხე და გაცნობოდნენ ჩვენი ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს. აღნიშნული რალი  შესრულდა ავიაციასთან დაკავშირებული ყველა ნორმის დაცვით. 
  რალიში ჯამში 35 ადამიანი იღებდა ონაწილეობას.
ტურის მონაწილეები საკუთარი  მცირე ზომის 11 საჰაერო ხომალდით გადაადგილდებოდნენ ჩვენი ქვეყნის აეროდრომებზე( ბათუმი, თელავი, მესტია), შესრულდა ფრენითი ტური ყაზბეგის მიმართულებით, ხოლო საქართველოს სხვა რეგიონები(მცხეთა/თბილისი, გორი/უპლისციხე, ანანური/ყაზბეგი და ა. შ.)  მოინახულეს სახმელეთო ტრანსპორტის საშუალებით.   

 

მეტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
+995 599 45 25 25
Info@vanillasky.ge