Fly Fest Georgia 2017

ავიაკომპანია Service Air-ს  და ტურისტული კომპანია Vanilla Sky-ს ორგანიზებით 2017 წლის  24 ივნისს ნატახტარის აერდრომის ტერიტორიაზე გაიმართა  ავიაშოუ. ავიაშოუს პროგამა სპეციალურად იქნა შემუშავებული  Baltic Bees -ის მიერ (ბალტიისპირელი ფუტკრები-  6 პროფესიონალი ფრინავით  დაკომპლექტებული  ჯგუფი)  ავიაშოუს პროგრამაში წარმოდგენილი იყო რეაქტიული და სპორტული თვითმფრინავებით დადგმული  საჰაერო-სანახაობრივი მანევრები და ფიგურული ფრენები, პარაშუტით ხტომები, პარაპლანით  ფრენები და სხვადასხვა საფრენი აპარატებით შესრულებული აკრობატული მანევრები.

ავიაშოუს მიზანი იყო საფუძველი ჩაყროდა ავიაფესტივალს  Fly-Fest-Georgia”  -ს საქრთველოში. მსგავსი ფესტივალები  ყოველწლიურად იმართება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და ტურისტული ბიზნესის განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია.

“Fly-Fest-Georgia -ს მიზანი იყო სამოყვარულო და სპორტული ავიაციის პოპულარიზაცია საქართველოში.