ტურისტული კომპლექსის გახსნა- 2013

2013 წლის 16 ივნისს,  ნატახტრის აეროდრომზე გაიხსნა ტურისტული კომპლექსი Vanilla Sky Georgia. გაიმართა  გრანდიოზული ავია შოუ მცირე ზომის თვითმფრინავების, სამოდელო თვითმფრინავებისა და საჰაერო ბუშტების  საჩვენებელი ფრენებით. ავია შოუში მონაწილეობა მიიღეს როგორც ქართველმა, ისე უცხოელმა პილოტებმა და მოდელისტებმა.

საზეიმოდ გაიხსნა ნატახტრის აეროდრომი კომფორტული მოსაცდელი სივრცით, საკონტროლო კოშკით ,  ღამის განათებიანი  ბეტონით დაფარული ასაფრენ-დასაფრენი ზოლით და  ტურისტული კომპლექსი( სასტუმრო კონფერენც დარბაზით, კაფე- რესტორანი და ღია საცურაო აუზი).

გახსნის ცერემონიალის დღის წესრიგი:

  1. 18:00 - სტუმრების დახვედრა და ნატახტრის აეროპორტის კომპლექსის დათვალიერება
  2. 18:30 - ავია შოუ
  3. 19:00 მისასალმებელი გამოსვლები
  4. 19:30 - ფურშეტი

მოწვეული სტუმრების სია:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პარლამენტის წევრები

საქართველოს მთავრობის წევრები

საქართველოში აკრედიტებული საელჩოები

ქართველი საზოგადო მოღვაწეები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები

ქართული და უცხოური ავია კომპანიები;

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

საქრთველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო;

 

საავიაციო უნივერსიტეტი;

კომპანიის საპილოტო კურსდამთავრებულები;

• მედია

მოკლე ინფორმაცია ავია კომპანია ServiceAir Air - ის შესახებ:

კომპანია ServiceAir დაფუძნდა 2002 წელს. მისი მიზანია საქართველოში მცირე ავიაციის განვითარების ხელშეწყობა. კომპანიაში დასაქმებულია პროფესიონალი ავიატორების გუნდი და კომპანიას მართავს მისი დამფუძნებელი, ბ-ნი ამირან მანჯავიძე.

კომპანია ფლობს 43 ჰა მიწის ნაკვეთს ულამაზეს ხეობაში, რომელიც მდებარეობს თბილისის ჩრდილო-დასავლეთით, დედაქალაქიდან 23 კმ-ში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტარში.

კომპანია აქტიურად მუშაობს:

1. შიდა საჰაერო გადაზიდვები; ავია ტაქსი;

2. საჰაერო აგროქიმიური დამუშავება;

3. ტურიზმი;

4. დასასვენებელ-გასართობი ცენტრი;

5. სოფლის მეურნეობა