ზამთრის ტურები

საქართველო ზამთრის კურორტებს შორის საუკეთესოა ამიერკავკასიაში,რაზეც მეტყველებს აქ არსებული 5 სათხილამურო კურორტი ,რომელებიც აღჭურვილია უახლესი და მაღალი ხარისხის საბაგიროებით, მრავალფეროვანი სათხილამური ტრასებითა და ინფრასტრუქტურით. საქართველოს სათხილამურო კურორტების პოტენციალი უდიდესია. ყოველ წლიურად ემატება განახლებული და მრავალფეროვანი ტრასები, ასევე იგეგმება მსოფლიო ჩემპიონატის გამართვა 2023 წელის, რისთვისაც სამზადისი უკვე დაწყებულია.

საქართველოში არსებული სათხილამურო კურორტები:


 

hbj


გუდაური — სამთო-სათხილამურო კურორტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კავკასიის სამხრეთ ფერდობებზე, თბილისიდან 120 კმ-ში, ზღვის დონიდან 2196 მ სიმაღლეზე.
 სათხილამურო სეზონი დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება.
პირველი კეთილმოწყობილი სასტუმრო გუდაურში 1988 წელს აშენდა. ამავე პერიოდში ავსტრიული კომპანია Doppelmayr-ის მიერ აშენდა საბაგირო გზა, რამაც განაპირობა კურორტის შემდგომი განვითარება. გუდაურში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს ოთხი სხვადასხვა სირთულის, 20 სასრიალო გზა, რომელთა საერთო სიგრძე 70 კილომეტრს შეადგენს.  დღესდღეობით გუდაური ყველაზე პოპულარული სათხილამურო კურორტია საქართველოში.

iug

ბაკურიანი- სამთო-კლიმატური კურორტი,რომელიც მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან  1700 მეტრზე .
 1932 წელს გაიხსნა პირველი სათხილამურო ბაზა ბაკურიანიდან კოხტაგორის მთაზე.
ბაკურიანში  ფუნქციონირებს სამი სათხილამურო ტრასა ,რომელიც სხვადასხვა სირთულისაა და აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს.



jbgui

ჰაწვალი-მესტიიდან(სვანეთი) 8 კილომეტრში მდებარე სათხილამურო კურორტია  , საიდანაც კილომეტრნახევრიანი სიგრძის საბაგიროს მეშვეობით შესაძლებელია ზურულდის მთაზე ასვლა. ზამთარში აქ 2,400 მეტრიანი სათხილამურო ტრასა ფუნქციონირებს. წელიწადის ნებისმიერ დროს ზურულდიდან უნიკალური ხედი იშლება უშბის თეთნულდის  და კავკასიონის ქედზე.

nikn

თეთნულდი-სამთო-სათხილამურო კურორტი მდებარეობს ზემო სვანეთში, მესტიიდან 15 კილომეტრში. სათხილამურო ტრასის მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 3160 მეტრია, ხოლო მინიმალური 2260 მეტრი. 
თეთნულდის სათხილამურო ტრასა, ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი - 9,5 კმ. და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონეა - 1,7 კმ. სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე ჯამში 30 კილომეტრია. 
კურორტზე სათხილამურო სეზონი დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება, თუმცა საუკეთესო პერიოდი იანვარი - თებერვალია. თეთნულდი გამოირჩევა ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი სათხილამურო სეზონით.

knbm


 

გოდერძლი- სამთო-სათხილამურო კურორტი საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მაღალმთიან აჭარაში.
იგი  ერთ-ერთი საუკეთესოა გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარულთათვის. 
  კურორტზე ამ ეტაპზე წარმოდგენილია ორი მცირე ზომის საბაგირო. ასევე 6 ადგილიანი ბაბლის ტიპის და 8 ადგილიანი გონდოლას ტიპის საბაგიროები.
სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე შეადგენს 8 კილომეტრს, ხოლო ზღვის დონიდან მაქსიმალური სიმაღლე 2364 მეტრს აღწევს. დაშვების ყველაზე გრძელი მანძილი დაახლოებით 4.5 კილომეტრია. აქ წარმოდგენილია როგორც საშუალო სირთულის ისე რთული ტრასები.


კომპანია „Vanilla Sky” გთავაზობთ ზამთრის ტურებს საქართველოს ყველა მოქმედ სამთო-სათხილამურო კურორტებზე. გარდა  ტურისტული პაკეტებისა , ჩვენი კომპანია მზად არის გაგიწიოთ ყველა ის საჭირო სერვისი, რათა მოიწყოთ კომფორტული და სასიამოვნოდ  აქტიური დასვენება თქვენთვის სასურველ კურორტზე:

  • ტრანსფერი
  • ტრანსპორტირება
  • სასტუმროების ჯავშანი
  • გიდის მომსახურება
  • სათხილამურო აღჭურვილობების ქირაობა/ყიდვა
  • თხილამურებისა და სნოუბორდის ინსტრუქტაჟი

    Vanilla Sky: თქვენი ოცნებები, ჩვენი ფრთები!
მეტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
+995 599 45 25 25
info@vanillasky.ge