თბილისი -ქვეყნის დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მეტრზე. თბილისი სიდიდით პირველი ქალაქია საქართველოში, მისი მისახლეობა 1.152 მილიონს აღემატება .
თბილისის დაარსება უკავშირდება მეფე ვახტანგ გორგასალს. (ახალი წელთაღრიცხვით V საუკუნე) ლეგენდის თანახმად, თბილისის ტერიტორია ტყით ყოფილა დაფარული, ნადირობისას მეფე ვახტანგ გორგასლის მიმინო თავს დასცხრომია ხოხობს, ფრინველები ცხელ წყაროში ჩაცვივნულან. ცხელი წყლის სამკურნალო თვისებებისა და ადგილის ხელსაყრელი მდებარეობის გამო მეფეს ტყე გაუკაფავს და ქალაქი აშენება დაუწყია იგი გეგმავდა დედაქალაქის მცხეთიდან თბილისში გადმოტანას , თუმცა არ დასცალდა, მისმა შვილმა დაჩიმ დაასრულა ქალაქის მშენებლობა და ახალი წელთაღრიცხვით VI საუკუნეში თბილისი ახალ დედაქალაქად გამოაცხადა. . „თბილისი“ — „თბილი“ (ძვ. ქართულად „ტფილი“) მინერალური წყაროების გამო უწოდეს ქალაქს.
მცხეთა- ქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში. მცხეთის ისტორიული ძეგლები იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. მოსახლეობა 8 ათასს აღემატება. VI საუკუნემდე მცხეთა იყო საქართველოს დედაქალაქი და იგი დღესაც რჩება ქვეყნის მთავარ რელიგიურ ცენტრად, სწორედ აქ მდებარეობს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი რომელიც ქვეყნის მთავარი კათედრალი და სიმბოლოა ქართული,მართლმადიდებლური რელიგიის.
.
კომპანია „Vanilla Sky” გთავაზობთ თბილისი-მცხეთის ერთდღიან ტურს:
- აბანოთუბანი
- ლეღვთახევის ჩანჩქერი
- ნარიყალას ციხე
- მეიდანი
- შარდენის ქუჩა
- მშვიდობის ხიდი
- სიონის საკათედრო ტაძარი
- გაბრიაძის თეატრი , ლანჩი
- გასვლა მცხეთის მიმართულებით (მგზავრობის ხანგრძლივობა 25 წუთი)
- ძველი მცხეთა
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი
- ჯვრის მონასტერი
დაბრუნება თბილისში
Vanilla Sky: თქვენი ოცნებები, ჩვენი ფრთები!