ჰანს გუთმანის სახელობის ავიარალი 2016 საქართველოში საერთაშორისო ტურისტული კომანია Vanilla Sky-სა და Service Air -ის ორგანიზებით მოეწყო. 9 აგვისტოს ევროპის 8 ქვეყნიდან 30 მფრინავი 8 საკუთარი თვითფრინავით ნატახტრის აეროდრომზე დაეშვა.
ჰანს გუთმანის სახელობის ავიარალი ყოველწლიურად იმართება ცნობილი ავსტრიელი მფრინავ-ინსტრუქტორისა და ავიარალისტის ხსოვნის საპატივცემულოდ, რომელიც 2011 წელს ტრაგიკულად დაიღუპა. რაალი 2016 ამირან მანჯავიძის, ნატახარის აეროდრომის მეპატრონის, პილოტის და მისი ლუქსემბურგელი და რუსი პილოტი მეგობრების ჟან ბირგენის -რაალის პრეზიდენტის, პეტერ სოდერმანისა - რაალის გენერალური მდივნის და არტიომ კირილოვისა მიშა კორნევის -რაალის პროექტის მენეჯერისა და ორგანიზატორების ერთობლივი ძალისხევით მოეწყო. პროფესიონალი და მოყვარული პილოტები ოჯახებთან ერთად ნატახტარის აეროდრომზე დაეშვნენ და სპეცუალურად მომზადებული 5-დღიანი ტურისტული პროგრამით თბილისს,ყაზბეგს, მესტიასა და კახეთს ეწვევიან.
ავიარალს მხარდაჭერა გამოუცხადა: ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინსტრაციამ, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო და საქართვეელოს ნავიგაციის დეპარტამენტმა.
სტუმრებს მიესალმნენ: დავით ბაქრაძე, ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი, გიორგი ჩოგოვაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინსტრაციის ხელმძღვანელი, გურამ ჯალაღონია, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი